
პაპის სასახლე (ავინიონი)
პაპის სასახლე — ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი საფრანგეთში, ქალაქ ავნიონში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ერთ-ერთი უდიდესი სასახლე ევროპაში. აქ იყო რომის პაპების რეზიდენცია 1309-1377 წწ. პაპების ეს პერიოდი ცნობილია ავინიონის ტყვეობის სახელით.